DAAD საზაფხულო სკოლა "სპორტის ეკონომიკა და მენეჯმენტი"

2019 წლის 12-15 აგვისტოს ჩატარდება DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) საზაფხულო სკოლა "სპორტის ეკონომიკა და მენეჯმენტი", რომელიც ყაზანში (რუსეთი) გაიმართება.

საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები არიან ფრიდრიჰ შილერის იენას უნივერსიტეტი (იენა, გერმანია) და ვოლგის რეგიონის ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სახელმწიფო აკადემია (ყაზანი, რუსეთი). ერთობლივი პროექტი დაფინანსებულია გერმანიის მეცნიერების და კვლევის სამინისტროს მიერ.

საზაფხულო სკოლაში ლექციებს წაიკითხავენ წამყვანი ექსპერტები გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ და გაიღრმავონ ცოდნა სპორტის ეკონომიკისა და სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით.

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ თითოეული მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს და 3 ECTS.

საზაფხულო სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

სიახლეებში დაბრუნება