კონკურსი აკადემიურ ჯილდოზე - Höffmann Academic Award for Intercultural Competence 2019

ცხადდება კონკურსი აკადემიურ ჯილდოზე - Höffmann Academic Award 2019, ინტერკულტურული კომპეტენციის მიმართულებით, რამდენადაც ინტერკულტურული საკითხები მრავალი აკადემიური კვლევის ინტეგრალურ ელემენტს წარმოადგენს.

აღნიშნული ჯილდოს სპონსორია გერმანული კომპანია Höffmann-Reisen GmbH და მას ვეხტას უნივერსიტეტი (გერმანია) ყოველწლიურად გადასცემს გამარჯვებულს, 10 000 ევროს პრემიის სახით.

დაჯილდოვების მიზანია იმ აკადემიკოსების მხარდაჭერა, რომელთაც მნიშვნელოვანი სამუშაო გაწიეს ინტერკულტურული კომპეტენციების საკითხებში.

ნომინანტებმა შესაბამისი ინფორმაცია (ინგლისურად ან გერმანულად) უნდა წარადგინონ შემდეგი სააპლიკაციო დოკუმენტების გათვალისწინებით:

• საგანაცხადო წინადადების დეტალური აღწერა
• ორი ექსპერტის მოსაზრება, თითოეული დადასტურებული უნივერსიტეტის ლექტორების მიერ
• CV 
• კანდიდატის პუბლიკაციების სია

ნომინაციების წარდგენა ხდება უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტის მენეჯმენტის მიერ. კანდიდატებს საკუთარი თავის ნომინირების უფლება არ აქვთ.

საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შემფასებელთა პანელი.

აკადემიური დაჯილდოების ჩატარება დაგეგმილია 2020 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდში, ვეხტას უნივერსიტეტში.

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სიახლეებში დაბრუნება