Paris-Saclay უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიები - 2019/2020 სასწავლო წელი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, მოიპოვონ უნივერსიტეტ პარი საკლეს (Paris-Saclay) (საფრანგეთი) სამაგისტრო სტიპენდიები.

სამაგისტრო სტიპენდიები, შესაძლოა, საინტერესო იყოს როგორც ბაკალავრიატის დამამთავრებელი, ისე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებასა და სპეციალობას. დაფინანსების პროგრამა მოქმედებს როგორც ფრანგულენოვან, ისე ინგლისურენოვან პროგრამებზე. კანდიდატებს 464 სამაგისტრო პროგრამას შორის შეუძლიათ არჩევნის გაკეთება.

უნივერსიტეტი Paris-Saclay, რომელიც 14 საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთინებს და სასწავლო პროგრამების, კვლევებისა და ინოვაციების ძირითადი ცენტრია ევროპაში (3 უნივერსიტეტი, 4 უმაღლესი სკოლა "grandes écoles" და 7 კვლევითი ცენტრი), მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე საერთაშორისო სტუდენტებს 2019-2020 აკადემიური წლისთვის 120  სტიპენდიას სთავაზობს. პროგრამების  ჩამონათვალი იხილეთ აქ.

სასწავლო სტიპენდიები გაიცემა აკადემიური წარმატების მიხედვით. წლიური დაფინანსება შეადგენს 10 000 ევროს (დამატებით, ტრანსპორტის ხარჯი). სტიპენდია მოიცავს 1 ან 2 აკადემიური წლის დაფინანსებას, იმის მიხედვით, თუ რომელ სასწავლო წელზე ჩაირიცხა კანდიდატი.

ლაურეატები ისარგებლებენ პერსონალიზებული მხარდაჭერით როგორც გამგზავრებამდე, ისე სწავლის პერიოდში.

სტუდენტებმა ონლაინგანაცხადი უნდა გააკეთონ Paris-Saclay უნივერსიტეტის რომელიმე სამაგისტრო პროგრამაზე. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ყველა მიმართულებაზე, როგორც ინგლისურენოვან, ისე ნაწილობრივ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე.

სასტიპენდო პროგრამაზე შერჩეულ კანდიდატებს ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდება პროგრამის ხელმძღვანელი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 13 მაისი.

სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებული გზამკვლევი და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

სიახლეებში დაბრუნება