კატმანდუს სამართლის სკოლა - საზაფხულო სკოლა „კატმანდუს დიალოგი 2019“

კატმანდუს სამართლის სკოლა (ნეპალი) აცხადებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროგრამას „კატმანდუს დიალოგი 2019“, რომელიც გაიმართება 2019 წლის 1-10 ივლისს და რომლის თემასაც წარმოადგენს "აზიური საუკუნე - აზიის გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის გაგება".

საერთაშორისო ყოველწლიური ღონისძიება კატმანდუს დიალოგი წარმაოდგენს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას, რომლის მიზანია უმასპინძლოს ახალგაზრდა საერთაშორისო სამართალისა და ურთიერთობების სპეციალისტებსა და ენთუზიასტებს. მათ საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ განხილვებში, დებატებში და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და ისწავლონ საერთაშორისოდ აღიარებული პროფესორებისგან.

საზაფხულო სკოლა იწვევს სამართლის, პოლიტიკურ მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების ან სხვა სოციალურ მეცნიერების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებს. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებსაც და მასწავლებლებს, რომლებიც თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ახორციელებენ არა უმეტეს 6 წლისა.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.


სიახლეებში დაბრუნება