ვილნიუსის კოლეჯი / გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი - საზაფხულო სკოლა 2019

ვილნიუსის კოლეჯი / გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებისთვის აცხადებს საზაფხულო სკოლის პროგრამას, რომელიც გაიმართება 2019 წლის აგვისტოში.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ  ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

საზაფხულო სკოლის პროგრამა, ასევე, საშუალებას აძლევს მონაწილე სტუდენტს, მიიღოს 3 ECTS ევროპის კრედიტების ტრანსფერის სქემით.

პროგრამის ღირებულებაა 400 ევრო ვილნიუსის კოლეჯის პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის  და 600 ევრო სხვა მონაწილეებისათვის. გადასახადი მოიცავს რეგისტრაციას, სწავლებას, სერტიფიკატს, ცხოვრებას სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, ადგილობრივ სატრანსპორტო ბილეთებს, კვებას (საუზმე და სადილები) და სოციალურ პროგრამას.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ საზაფხულო სკოლის ვებგვერდი.


სიახლეებში დაბრუნება