Erasmus+ HERD პროექტის ვებგვერდი

09/22/2019 შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის HERD ვებგვერდი.

პროექტი HERD  - „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით (Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units)” მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლებას კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების საშუალებით სამიზნე უნივერსიტეტებში.

ამასთან დაკავშირებით კონკრეტულად დასახულია შემდგი ამოცანები:

• შეიქმნას ერთობლივი კვლევითი პლატფორმა, რომელიც  ხელს შეუწყობს კვლევითი აქტივობების დაგეგმვას, იმპლიმენტაციასა და შეფასებას სამიზნე უნივერსიტეტებში

• შეიქმნას საქართველოს ონლაინკვლევითი პორტალი, რომელიც ასახავს უახლეს ინფორმაციას საქართველოს აკადემიურ ინსტიტუტებში მიმდინარე აქტივობებზე, არსებულ ადამიანურ რესურსებზე და შესაბამის ინფრასტრუქტურაზე 

• განავითაროს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის კომპეტენციები კვლევების მართვასა და მონაცემთა ანალიზში და ამგვარად, უზრუნველყოს კვლევების მართვის მაღალი ხარისხი, ინსტიტუციაონალური კვლევების მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობები, საფუძველი ჩაუყაროს ამ მხრივ მომავალ პროგნოზირებასა და შესაბამის სტრატეგიულ დაგეგმვას 

• განავითაროს სამიზნე უნივერსიტეტების შესაძლებლობები კვლევების ტრანსფერსა და უნივერსიტეტი-საწარმო თანამშრომლობის ასპექტში 

HERD (№598207-EPP-1-2018-1-GE-EPPKA2-CBHE-SP (2018-2578 / 001 – 001)) ინსტიტუციური განვითარების პროექტის კოორდინატორია ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის კონსორციუმი შედგება 17 სრული და 3 ასოცირებული პარტნიორისგან, მათ შორისაა: საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 5 სამთავრობო სააგენტო და 3 ევროპული უნივერსიტეტი.

პროექტის კონსორციუმი:
  • ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტი - პროექტის კოორდინატორი
  • დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია)
  • კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
  • სოფია ანტიპოლის ნიცის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ი. გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ვ. სარაჯიშვილის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)
  • საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი

პროექტი 2-წლიანია და დასრულდება 2020 წელს.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის 27 – 28 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

პირველ საორგანიზაციო შეხვედრაზე განილული იქნა პროექტის დაწყების პირველი ფაზა, დაიგეგმა პირველი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები, პროექტის ადმინისტრირებისა და განხორციელების გზები.

სიახლეებში დაბრუნება