Erasmus+ პროექტი InnoCENS - სტუ-ს ინოვაციების კონკურსის ფინალი

06/12/2019
Erasmus+ პროექტი InnoCENS - სტუ-ს ინოვაციების კონკურსის ფინალიევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის InnoCENS (Enhacing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education) „ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში“ - პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად „ინოვაციების კონკურსი“ ჩატარდა.

Erasmus+ პროექტი InnoCENS - სტუ-ს ინოვაციების კონკურსის ფინალიინფორმაცია აღნიშნული კონკურსის დაწყების შესახებ 2018 წლის დეკემბერს გამოცხადა და 2019 წლის 30 აპრილამდე მიმდინარეობდა განაცხადების მიღება. ჯამში სულ მიღებული იქნა 52 ბიზნესიდეის განაცხადი. პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, შესაბამისი კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ე.წ. ფინალურ ეტაპზე გადაყვანილი იქნა 19 ბიზნესიდეა.

Erasmus+ პროექტი InnoCENS - სტუ-ს ინოვაციების კონკურსის ფინალიფინალურ ეტაპამდე, საკონკურსო პირობების გათვალისწინებით, კონკურსის მონაწილეებისათვის ჩატარდა ტრეინინგები, რომლებსაც უძღვებოდნენ პროექტის ეგიდით სერტიფიცირებული ტრენერები, რომლებსაც შესაბამისი მომზადება ჰქონდათ გავლილი პროექტის კონსორციუმის წევრ სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტში.

Erasmus+ პროექტი InnoCENS - სტუ-ს ინოვაციების კონკურსის ფინალიაღნიშნული ტრეინინგები მოიცავდა ჯგუფურ და ინდივიდუალურ სამუშაოებს. მონაწილეებმა მოდერატორების კონსულტაციების დახმარებით, თავიანთი ბიზნესიდეები ე.წ. კანვასის ბიზნეს მოდელში დაამუშავეს და ორდღიანი მუშაობის შედეგები 5-წუთიანი პრეზენტაციის სახით წარუდგინეს ჟიურის წევრებს.

Erasmus+ პროექტი InnoCENS - სტუ-ს ინოვაციების კონკურსის ფინალიჟიური დაკომპლექტებული იყო სტუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისა და სხვადასხვა ბიზნესორგანიზაციიდან სპეციალურად მოწვეული წევრებით. ტრეინინგის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა შესაბამისი სერტიფიკატებით. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ბიზნესიდეების ავტორებს, თავიანთი იდეების სხვა კონკურსებში წარდგენის რეკომენდაციაც მიეცათ.

Erasmus+ პროექტი InnoCENS - სტუ-ს ინოვაციების კონკურსის ფინალისაკონკურსო ბიზნესიდეები ჟიურის მიერ შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: ბიზნესმოდელის ინოვაციურობა, კომერციული პოტენციალი, სოციალური ზეგავლენა, ბიზნესგეგმის ხარისხი, პრეზენტაციის წარდგენა. აღნიშნული კრიტერიუმები შედგენილი იყო პროექტის კონსორციუმის შესაბამისი კომიტეტის მიერ.

Erasmus+ პროექტი InnoCENS - სტუ-ს ინოვაციების კონკურსის ფინალიყველა ძირითადი მოთხოვნის სრული დაცვით, ფინალი ჩატარდა 2019 წლის 3 მაისს და გამოვლენილი იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამარჯვებული, რომელიც პროექტის სრული დაფინანსებით 11-14 სექტემბერს გაემგზავრება, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (ესპანეთი).
ჟიურის გადაწყვეტილებით, სტუ-ს ინოვაციების კონკურსში გამარჯვებული გახდა ბიზნესიდეა „Inform Children“, რომლის ავტორია სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სტუდენტი ირაკლი სვანიძე. იდეის შინაარსი მდგამარეობს იმაში, რომ შეიქმნას სპეციალური კომპიუტერული თამაშები, რომელსაც ექნება სოციალური დატვირთვა და ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს, თამაშით ისწავლონ ზოგადა ისეთი მნიშვნელობის მქონე თემები, როგორიც არის, მაგ: გარემოს დაცვა, ცხოველებზე ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწავლა-განათლება, კანონმორჩილება და ა.შ. ჯამში ამ ეტაპზე დამუშავებულია თამაშის ე.წ. პროტoტიპი და 100-მდე სიუჟეტი.

Erasmus+ პროექტი InnoCENS - სტუ-ს ინოვაციების კონკურსის ფინალიინოვაციების კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს (სწავლების ნებისმიერი საფეხური), თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს, რომლებსაც ქონდათ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურვილი ქონდათ, თავიანთი იდეები რეალურ ბიზნესპროექტებად ექციათ. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელი იყო როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდური პრინციპით.

კონკურსის მიზანს წარმოადგენდა ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება, საუნივერსიტეტო გარემოში მეცნიერული კვლევის შედეგების კომერციალიზაციისადმი ინტერესის გაღვივება და იმ პირის/ების დახმარება, რომლებსაც ინოვაციური პროექტის იდეები აქვთ, მაგრამ მათ განსახორციელებლად არ გააჩნიათ საკმარისი ნოუ-ჰაუ და ფინანსური საშუალებები.

როგორც უკვე აღინიშნა, გამარჯვებული 2019 სექტემბერში გაემგზავრება ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და მონაწილეობას მიიღებს Erasmus+ პროექტის InnoCENS საერთაშორისო კონკურსში, სადაც გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილზე გასული მიიღებს ფულად ჯილდოს და 2019 წლის დეკემბერში გაემგზავრება ნურ-სულტანში (ყაზახეთი) დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც პროექტის დასკვნით  ღონისძიებაზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი InnoCENS წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (573965-EPP-1-2016-1-SE-EPPKA2-CBHE-JP) და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ანხორციელებენ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური (InnoCENS პროექტის კოორდინატორი საქართველოში), ხოლო საკონკურსო პროექტი სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ეგიდით ჩატარდა (სტუ-ს ინოვაციების ცენტრი აღნიშნული პროექტის ინსტიტუციური განვითარების კომპონენტის გათვალისწინებით დაფუძნდა, სტუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით).

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221; ოთახი N223) ან სტუდენტურ თვითმმართველობას.

ელ.ფოსტა:innovations@gtu.ge

სიახლეებში დაბრუნება