Erasmus+ სალექციო კურსი არამკაფიო (ფაზი) სიმრავლეთა თეორიაში ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

04/21/2019 Erasmus+ სალექციო კურსი არამკაფიო (ფაზი) სიმრავლეთა თეორიაში ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში25–29 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის გამოთვლითი მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. თეიმურაზ ცაბაძე ERASMUS+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით სტუმრობდა პოლონეთის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს.

Erasmus+ სალექციო კურსი არამკაფიო (ფაზი) სიმრავლეთა თეორიაში ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტშიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა პოლონელ სტუდენტებს წაუკითხა ლექციების კურსი, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: შესავალი არამკაფიო (ფაზი) სიმრავლეთა თეორიაში; ოპერაციები ფაზი სიმრავლეთა მესერზე; ფაზი ოპერატორები, სამკუთხა ნორმები და კონორმები; დეკომპოზიციის თეორემა, ფაზი სიმრავლეთა მიკუთვნების ფუნქციების აგების ხერხები. მან ასევე ისაუბრა ფაზი სიმრავლეთა პრაქტიკული გამოყენების შესახებ.

Erasmus+ სალექციო კურსი არამკაფიო (ფაზი) სიმრავლეთა თეორიაში ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტშიჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ვიზიტის დროს, ასევე, გათვალისწინებული იყო გაცნობითი და საქმიანი შეხვედრები, რომლებიც გაიმართა საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენელთან, პროექტების კოორდინატორთან  ქ-ნ მონიკა სტანიშთან (Monika Stanisz); კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის ფაკულტეტის ერაზმუს+ პროგრამის დეპარტამენტის კოორდინატორთან, ბ-ნ სლავომირ სამოლეისთან (Slawomir Samolej) და ამავე ფაკულტეტის პროფესორებთან იაცეკ კლუშკასა (Jecek Kluska) და რომან ზაჟდელთან (Roman Zajdel). შეხვედრებზე განიხილებოდა  სტუ-სა და ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის საკითხები.

აღსანიშნავია, რომ მობილობა განხორციელდა Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

სიახლეებში დაბრუნება