Erasmus+ საერთაშორისო კვირეული - ლისაბონის უნივერსიტეტი

04/19/2019 24-27 ივნისს ლისაბონის უნივერსიტეტში (Universidade de Lisboa) (პორტუგალია) ტარდება Erasmus+ საერთაშორისო კვირეული ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის. 

კვირეულის ძირითადი თემებია ეფექტური ინტერნაციონალიზაცია, ერაზმუსის პროექტები, გაცვლითი პროგრამები. განხილული იქნება ერთობლივ პროგრამებთან, ენობრივ პრობლემებთან, განსაკუთრებულ საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხები.  

კვირეულის პროგრამა მოიცავს სოციალურ აქტივობებსა და კულტურულ ღონისძიებებს.

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურრველებმა 19 მაისამდე უნდა შეავსონ ონლაინაპლიკაცია.

სააპლიკაციო თანხაა 200 ევრო.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.


სიახლეებში დაბრუნება