პროექტი PRINTeL - პირველი ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი

04/12/2019 გამოქვეყნდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების PRINTeL პროექტის პირველი ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი.

პირველი ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი მოამზადეს ბელარუსმა კოლეგებმა პროექტის პარტნიორი ბელარუსის ბრესტის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ნატალია ჩეტირბოკმა (Natallia Chetyrbock) და ანდრეი პრორუსკიმ (Andrei Prorousky).

საინფორმაციო ბიულეტენში წარმოდგენილი მასალები ეხება პროექტის აქტოვობებსა და მიღწეულ შედეგებს, რომელიც მოიცავს პერიდს პროექტის დაწყებიდან ვიდრე ინოვაციურ პედაგოგიკაში ჩატარებული ტრეინინგებამდე,

PRINTeL პროექტთან (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდი.

სიახლეებში დაბრუნება