Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

04/24/2019 ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology - LUT)(ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.05.2019
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 მაისამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 30.05.2019

ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ERASMUS+ სტუდენტებისთვის გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიურ კალენდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B1).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით, განსაზღვრულია 1 სტუდენტის მობილობა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტული მიმართულებებია ენერგეტიკა, ელექტროენერგეტიკა და მანქანათმშენებლობა (სატრანსპორტო)).

სიახლეებში დაბრუნება