Erasmus+ გაცვლითი პროგრამა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

03/26/2019 მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Politecnico di Milano – PoLiMi) (მილანი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2019
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 აპრილამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 30.04.2019

აპლიკანტებმა ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიარონ მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
  
მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B1).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 მაგისტრატურისა და 1 დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მილანის პოლიტექნიკურ  უნივერსიტეტში. პრიორიტეტული მიმართულებაა არქიტექტურა). 


შერჩევის პროცედურა

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2019
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 აპრილამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 30.04.2019

  
მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის პერიოდთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტული მიმართულებაა არქიტექტურა).

სიახლეებში დაბრუნება