Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

03/26/2019 ბარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Politecnico di Bari – POLIBA) (ბარი, იტალია)   ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2019
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 აპრილამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 30.04.2019

ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

იტალიური ენის კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
  
ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მგისტრატურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბარის პოლიტექნიკურ  უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: კომპიუტერული მეცნიერებები, ტელეკომუნიკაცია, ავტომატიკა).


შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2019
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 აპრილამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 30.04.2019

ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრების განმავლობაში.
 
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: კომპიუტერული მეცნიერებები, ტელეკომუნიკაცია, ავტომატიკა).

სიახლეებში დაბრუნება