საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე

XI ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ფორუმი
European Quality Assurance Forum – EQAF 2016
2016 წლის 17 – 19 ნოემბერს სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლანაში გაიმართება XI ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ფორუმი (European Quality Assurance Forum – EQAF 2016). ფორუმში მონაწილეობა შეუძლიათ ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტებს უმაღლესი სასწავლებელებიდან და შესაბამისი სააგენტოებიდან, სტუდენტებსა და მკვლევრებს აღნიშნული მიმართულებით. მათ საშუალება ექნებათ გააკეთონ მოხსენებები და მიიღონ მონაწილეობა პრაქტიკულ სემინარებში.
შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (European Higher Education Area) სპეციალურ გამოცემაში.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის  25 ივლისი. დამატებითი ინფრმაციისთვის იხილეთ EQAF ვებგვერდი.
2016 EQAF თემატიკა მოიცავს "ხარისხი კონტექსტში - განვითარების გაუმჯობესება“ და მას უმასპინძლებს სლოვენიის სტუდენტური კავშირი და ლიუბლიანის უნივერსიტეტი. პლენარულ და პარალელურ სესიებთან ერთად ფორუმში წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები თანამედროვე მიღწევები ხარისხის უზრუნველყოფის განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე, გაიმართება პრაქტიკაზე ორიენტირებული და კვლევაზე დამყარებული დისკუსიები.