ფაკულტეტი-სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობა

ქართველი მეცნიერი ჩეხეთის უნივერსიტეტში

2108 წლის 24-25 მაისს ქ. ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში (ჩეხეთის რესპუბლიკა) ჩატარდა მე-16 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მოდელირება მექანიკაში“. კონფერენციაზე მიწვეული იყო სტუ-ს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პროფესორი მერაბ შვანგირაძე, რომელმაც წარადგინა მოხსენება: „გარე განათების ქარის გენერატორები ბაზალტის ბოჭკოს კომპოზიტის ფრთებით“.

ამჟამად განვითარებულ ქვეყნებში ავტოსტრადებზე, ზღვის სანაპირო ზოლში, სკვერებში გარე განათებისთვის ეფექტურად გამოიყენება ქარის მცირე ელექტრო გენერატორები. ეს გამართლებულია, როგორც ეკოლოგიური ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. გამოირიცხება ათეული კილომეტრების მანძილზე დენის მიწისქვეშა ან საჰაერო კაბელების და სადენების გაყვანა, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული. საავტომობილო მაგისტრალები და ზღვის ნაპირი უმთავრეს შემთხვევებში გაშლი თავისუფალი სივრცე და ქარის აქტიური ნაკადების მოძრაობა სისტემატურ ხასიათს ატარებს. შესაბამისად ასეთ ადგილებში გარე განათებისთვის ქარის მცირე ელექტრო გენერატორების გამოყენება ყოველმხრივ გამართლებულია.
მოხსენებაში განხილულია, მექანიკის ინჟინერიის საწარმოო ტექნოლოგიების დეპარტამენტში შემუშავებული, ბაზალტის ბოჭკოს არმირებით, პოლიმერულ კომპოზიციური მასალის ფრთების დამზადების ტექნოლოგია ქარის გენერატორებისათვის. ამასთან ერთად მოყვანილია ქარის როტორის ფრთების დამზადების ტექნოლოგიასთან დაკავშირებული კვლევები, რომელთა საფუძველზე დამზადდა ქარის 200 ვტ. სიმძლავრის ქარის გენერატორი.
მოხსენებამ კონფერენციის მონაწილეთა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, დაისახა შემდგომი თანამშრომლობის გეგმები.

სიახლეებში დაბრუნება