საგზაო დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტთაშორისი საგზაო დეპარტამენტი

საგზაო დეპარტამენტის მისია, მიზნები, ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

სამშენებლო და სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტთა­შორისი საგზაო დეპარტამენტი წარმოადგენს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზა­ციულ ერთეულს, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამის/პროგ­რამების ფარ­გლებში უზრუნველყოფს სასწავლო-მეთოდურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანო­ბას.
საგზაო დეპარტამენტის ძირითადი მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესატ­ყვისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომით ბაზარზე კონკურენ­ტუ­ნა­რიანი სატრანსპორტო მშენებლობის (ინჟინერიის) სპეციალისტების მომზადება.
საგზაო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: პრაქტიკული ხასიათის საქმია­ნობაზე ორიენტირებული აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირების - ბაკა­ლავრებისა და პროფესიული განათლების მქონე პირების - სპეციალისტების მომზა­დება; სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე ორიენტი­რებული აკადემიური უმა­ღლესი განათლების მქონე პირების - მაგისტრებისა და დოქტორების მომზადება.
საგზაო დეპარტამენტი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამებით დეპარტამენტისათვის განსაზღვრულ საგნებში სილაბუსისა და განრიგის შესაბამისად მეცადინეობების ჩატარებას; ქმნის ან/და მონაწილეობს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაში და არსებული პროგრამების მოდიფი­ცირებაში; ახორციელებს სასწავლო პროცესის მეთოდურ უზრუნველყოფას (სახელმძღვანელოების და სხვა სას­წავლო-მეთოდური მასალის მომზადება), ახალი საგანმანათლებლო პროგრამების და­ნერ­გვას; უზრუნველყოფს სწავლების არსებული მეთოდების ეფექტურად გამოყენების გზით სწავლის ხარისხის ამაღლებას, სწავლების ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგი­ების დანერგვას, სასწავლო პროცესის სრულყოფას; ორგანიზაციას უწევს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; ახორციელებს მაგისტრანტების და დოქტორანტების თემებით და ხელმძღვანელებით უზრუნველყოფას; ხელს უწყობს სასწავლო-პედაგო­გიური კადრების მომზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.
საგზაო დეპარტამენტის პროფილის (რკინიგზა, საავტომობილო გზა და აეროდ­რომები, ხიდები და გვირაბები, საგზაო ინფრასტრუქტურა) შესაბამისად ამყარებს შემოქ­მედებით კავშირებს და თანამშრომლობს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სასწავ­ლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებთან და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზა­ციებთან.
სამშენებლო და სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის შესა­ბამისი დამხმარე სასწავლო-სამეცნიერო ერთეულის - ლაბორატორიის ბაზაზე ახორ­ციელებს და კოორდინაციას უწევს სამეცნიერო კვლევებს, ატარებს სამეცნიერო-მეთო­დურ სემინარებს, იძლევა ექსპერტულ დასკვნებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე და პროექტებზე; ახორციელებს სატრანსპორტო მშენებ­ლობის დარგის სპეციალისტთა პროფესიულ სრულყოფას და გადამზადებას, სასწავლო პროცესთან სამეცნიერო საქმიანობის მჭიდრო კავშირის უზრუნველ­ყოფისათვის სამეცნირო-კვლევით სამუ­შაოებში დეპარტამენტის თანამშრომელთა და სტუდენტების ჩაბმას. ახორციელებს სამაგ­ისტრო საკვალიფიკაციო და სადოქტორო სადისერ­ტაციო ნაშრომების რეცენ­ზირებას; პროფილის (რკინიგზა, საავტომობილო გზა და აეროდრომები, ხიდები და გვირაბები, საგზაო ინფრა­სტრუქტურა) შესაბამისად თანამ­შრომლობს საწარმოებთან და ორგანიზაციებთან და ხელს უწყობს კურსდამთავ­რებულთა შრომით დასაქმებას; კოორდინაციას უწევს ფაკულტეტზე არსებული თვით­დაფინანსებაზე მყოფი შესაბამისი პრო­ფილის სამეცნიერო ცენტრის („სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი“) საქმიანობას. აქტიურად მონაწილეობს სატრანსპორტო ინფრა­სტრუქტურის რთული ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის და ექს­პლუატაციის პროცესში, სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვი­თარებისა და პროფესორ-მასწავლებლების საინჟინრო პრაქტიკასთან მუდმივი კავშირ­ის უზრუნ­ველსაყოფად.
საგზაო დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სატრან­ს­პორ­ტო მშენებლობის დარგში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიური, პროფესიული განათლების პროგრამების განხორციელება; სამეცნი­ერო-კვლევითი სამუშაოების წარმართვა; საექსპერტო და საკონსულტაციო საქმ­იანობა.



დეპარტამენტის ისტორია

თანამშრომლები