სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი

სასწავლო - სამეცნიერო ცენტრი

ცენტრის ხელმძღვანელი: მიხეილ შილაკაძე - ტ.მ.დ., პროფესორი

ცენტრი ასრულებს პროექტირების, მოდერნიზების, მომსახურეობის, დიაგნოსტირების, ექსპერტიზის სახის სამუშაოებს ქვემოთ ჩამოთვლილი მანქანა-მოწყობილობებისათვის:

  • კოშკური, ხიდური, ჯოჯგინა, საბრუნი ამწეები, საწეველები, ტრანსპორტიორები, ექსკალატორები სხვა ამწე-სატრანსპორტო საშუალებები
  • ექსკავატორები, მსხვრევარები, ბეტონშემრევები, დოზატორები, ბეტონის ტუმბოები, სამსხვრევ-სახარისხებელი კვანძები და სხვა სამშენებლო მანქანა-მოწყობილობები
  • ბულდოზერები, გრეიდერები, სკრეპერები, ასფალტის და ასფალტ-ბეტონის დამგები, სატკეპნი და სხვა სამშენებლო-საგზაო მანქანები
  • სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების საწარმოთა ტექნოლოგიური მანქანა-მოწყობილობები (წისქვილები, მსხვრევარები, ღუმელები, წნეხები, შემრევები, ტრანსპორტიორები და სხვა)
  • რკინიგზის მშენებლობისა და მომსახურეობის მანქანა-დანადგარები (ლიანდაგის დამგები, მომშანდაგებლები, ბალასტიორები, შპალებისა და ბალასტის მანქანები, დუმპკარები და ა.შ.)
  • პორტებისა და ნავსადგურებში გამოყენებული პორტალური ამწეებისა და სპეციალიზებული ტვირთამწევ-სატრანსპორტო მანქანები
  • ღია და დახურულ სატვირთო ტერმინალებში და საკონტეინერო მოედნებზე ფუნქციონირებადი ტვირთამწევი მანქანები
  • სამგზავრო, სატვირთო და სატვირთო-სამგზავრო ლიფტები

ცენტრი ფუნქციონირებს სტუ-ს აკადემიურ მიმართულებასთან. მას ქვეყნის მასშტაბით დაკისრებული აქვს სათაო ორგანიზაციის ფუნქციები ამწე-სატრანსპორტო, სამშენებლო-საგზაო, მანქანებისა და ლიფტების პროექტირებისა, ატესტირების და ექსპერტიზის საკითხებში.
ცენტრი საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციასთან შეთანხმებით ამუშავებს და ნერგავს ზემოთ მოხსენიებული მანქანა-დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმებსა და წესებს.

ცენტრის მოქმედების ძირითადი მიმართულებებია:

  • საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ჩატარება სრული კონსტრუქტორული დოკუმენტაციის შედგენის ჩათვლით
  • კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით მანქანათა ტიპიური და სპეციფიური დეტალების სიმტკიცეზე ანგარიშები
  • საფრთხის რისკის შემცველი სამშენებლო-საგზაო მანქანა-მოწყობილობების, ამწეების ტექნიკური ზედამხედველობა, ატესტაცია
  • საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციასთან შეთანხმებით ზემოთმოხსენიებული მანქანა-მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმებისა და წესების დამუშავება და დანერგვაში მონაწილეობა
  • საწარმოთა ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის, მათ შორის, უსაფრთხოების ტექნიკის მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ორგანიზება
  • მიმართულების სიმულატორების (ტრენაჟორები) გამოყენებით ამწეების მემანქანეების, მეექსკავატორების, მბურღავების და სხვა სამშენებლო-საგზაო მანქანა მოწყობილობების ოპერატორების მომზადება
  • შესაბამის პროფესიებში 8 სახელობო პროგრამის უზრუნველყოფა

საკვლევ-სამეცნიერო ცენტრის მიერ შესრულებული ზოგიერთი
საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაო

  • ენგურჰესის ამწე-სატრანსპორტო საშუალებათა მთელი პარკის რეანიმაცია (90-იან წლებში იქ მომხდარი კატასტროფის შემდეგ); 
  • ,,ჯორჯიანტრანს ექსპედიციის“ თბილისის და ფოთის საკონტეინერო ტერმინალებზე ფუნქციონირებადი ჯოჯგინა ამწეების დიდი უმრავლესობის მოდერნიზება, რითაც უზრუნველყოფილი იქნა მთელი ტექნოლოგიური პროცესი;
  • ΚБ-674А კოშკური ამწის მოდერნიზება წმიდა სამების ტაძრის გუმბათის ლითონკონსტრუქციის მონტაჟის უზრუნველყოფისათვის, რამაც ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლებლობა მისცა ტაძრის მშენებლებს; 
  • სასტუმრო ,,მარიოტის“ მშენებლობის წარმოება თავისუფლების მოედანზე კათედრის ძალებით დაპროექტებული და დამონტჟებული დაგრძელებულისრიანი ამწის მეშვეობით;
  • რუსთავის მეტალურგიული და ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნების ტექნოლოგიური დანიშნულების ამწე-სატრანსპორტო საშუალებების და კომპლექსების რეანიმაცია.
  • საკვლევ-სამეცნიერო ცენტრს მინიჭებული აქვს სათაო ორგანიზაციის სტატუსი სამშენებლო და ამწე-სატრანსპორტო მოწყობილობათა პროექტირების და ექსპერტიზის სფეროში. 
  • მიმართულებას და მის ცენტრს პროფილის შესაბამის პროფესიებში სალიცენზიოდ წარდგენილი აქვს 8 სახელობო პროგრამა. 
  • ცენტრი, კათედრის ტრენაჟორების გამოყენებით, ამზადებს ყველა სახის ამწეების მემანქანეებს, მეექსკავატორებს, მბურღავებს და სხვა სამშენებლო მანქანა-მოწყობილობების ოპერატორებს.
  • ცენტრთან მოქმედებს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალისათვის, მათ შორის უსაფრთხოების ტექნიკის მუშაკებისათვის.