საერთაშორისო პრაქტიკული სემინარები კოჩალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

03-05-2018 2018 წლის 3-9 ივნისს კოჩალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (პოლონეთი) გაიმართება საერთაშორისო პრაქტიკული სემინარები: ზედაპირის ტექნოლოგიების VI საერთაშორისო პრაქტიკული სემინარი და გამოყენებითი და მდგრადი ინჟინერინგის III საერთაშორისო პრაქტიკული სემინარი. 
 
ღონისძიება ნაწილობრივ დაფინანსებულია საუნივერსიტეტო სწავლების ცენტრალური ევროპული გაცვლითი პროგრამითა (Central European Exchange Program for University Studies - CEEPUS) და Erasmus+ პროგრამით და ტარდება CIII-PL0701 ქსელის ფარგლებში, კოჩალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის, პროფ. თადეუშ ბოდალის (Tadeusz Bohdal) პატრონაჟით. 
 
საერთაშორისო პრაქტიკულ სემინართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

სიახლეებში დაბრუნება