კონფერენცია „სამეცნიერო კვლევები და Bloomberg“

05-03-2018 9 მარტს 14:30 სთ., ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის Bloomberg ლაბორატორიაში (უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ-ს მაღლივი კორპუსი, მე-2 სართული) ჩატარდება კონფერენცია „სამეცნიერო კვლევები და Bloomberg“.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს Bloomberg კომპანიის ლონდონის სათაო ოფისის წარმომადგენელი Ablay Amanbayev.

კონფერენციის პანელურ განხილვებს ექნება პრაქტიკული ხასიათი. მოწვეული სტუმარი დაწვრილებით ისაუბრებს Bloomberg-ის ტერმინალების იმ ფუნქციების შესახებ, რომელთა ინტეგრირება და გამოყენება შესაძლებელია სასწავლო პროცესში, შესაბამის სილაბუსებში, პროფესიულ კვლევებში და სამეცნიერო ნაშრომებში.

კონფერენციაზე, ასევე, განხილული იქნება სხვა უნივერსიტეტებისათვის თსუს Bloomberg ლაბორატორიის გამოყენების წესები

სიახლეებში დაბრუნება