საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მდგრადი მშენებლობის სფერო“

28-02-2018 2018 წლის 20 აპრილს, „უმაღლესი სასწავლებლის დღესთან“ დაკავშირებით, შტუტგარტის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (Hochschule für Technik Stuttgart University of Applied Sciences) (გერმანია) ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მდგრადი მშენებლობის სფერო“, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი უნივერსიტეტის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. 

კონფერენციის ორგანიზატორია მდგრადი მშენებლობის გერმანული საზოგადოება (DGNB) და ის DGNB აკადემიის ეგიდით იმართება. 

მდგრადი მშენებლობის გერმანული საზოგადოებასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ღონისძიებაში. ღონისძიებაზე ახალგაზრდა მეცნიერებს შესაძლებლობა მიეცემათ, წარმოადგინონ თავიანთი კვლევითი პროექტები და დისერტაციები. ასევე, გაიმართება დისკუსიები, ვორკშოპები და შეხვედრები დარგის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. 

მომზადდება სპეციალური ბროშურა, რომელიც 2018/19 წლის ზამთრის სემესტრისათვის ერთიანი პროექტის სახით გამოიცემა.  

სამუშაო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს: 
  • მდგრადი მშენებლობის კვლევითი თანამშრომლობის წარსული და მომავალი; 
  • მოხსენებები თემაზე: „მდგრადი მშენებლობის კვლევა სწავლებაში: როდის, როგორ, რისთვის?“ 
  • არქიტექტურისა და მშენებლობის მიმართულების განვითარება განათლებაში, ევროპული სტანდარტების შესაბამისად;
  • ეკო ბალანსის შესაძლებლობები. 
ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

სიახლეებში დაბრუნება