VI ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია “კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები”

27-02-2018 2018 წლის 5 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ყოველწლიური, რიგით მეექვსე ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია "კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები".

სტუდენტური კონფერენციის ორგანიზატორია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

კონფერენცია მოიცავს ხუთ სესიას: ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო ადმინისტრირება და პოლიტიკის მეცნიერება, ჟურნალისტიკა და ინტერდისციპლინური სესია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს.

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 11 მარტი.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

სიახლეებში დაბრუნება