საერთაშორისო კონფერენცია გამოყენებითი კომპიუტერული ტექნოლოგიები - ACT 2018

27-02-2018 2018 წლის 21-23 ივნისს წმ. პავლე მოციქულის სახელობის საინფორმაციო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (ოჰრიდი, მაკედონიის რესპუბლიკა) გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „გამოყენებითი კომპიუტერული ტექნოლოგიები - ACT 2018“. 

კონფერენციის ორგანიზატორია წმ. პავლე მოციქულის სახელობის საინფორმაციო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ვარნას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ბულგარეთი) მხარდაჭერით. 

ღონისძიების სამუშაო ენა ინგლისურია. 

კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი ცოდნა და იდეები ისეთ სამეცნიერო მიმართულებებში, როგორიცაა: 
  • კომპიუტერული მეცნიერებები 
  • მათემატიკა 
  • ბიოსამედიცინო ინჟინერია  
  • ბლოკჩეინის ტექნოლოგიები 
  • კომპიუტერული მეცნიერებები 
  • ეკონომიკა, მენეჯმენტი და მდგრადი განვითარება 
  • ელექტრონიკა 
  • საინფორმაციო საზოგადოება და სოციალური განვითარება 
  • თანამედროვე მედიახელოვნება, მეცნიერება და ტექნოლოგიები 
  • ენერგეტიკული სისტემა 
  • რობოტები და მექატრონიკა 
  • ტელეკომუნიკაციები 
  • სიგნალისა და გამოსახულების დამუშავება 
თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 1 მარტი, 2018. 

მოხსენებების წარდგენის ბოლო ვადა: 25 აპრილი, 2018.  

კონფერენციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი.  

სიახლეებში დაბრუნება