ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა რიგით VI საერთაშორისო კონფერენცია

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა რიგით VI საერთაშორისო კონფერენცია

17-02-2018 2018 წლის 27 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა რიგით VI საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც, ტრადიციულად, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სკოლებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. 

კონფერენციაზე 8 სექცია იმუშავებს: 
  • ბიზნესი 
  • რანისტიკა
  • მედიცინა
  • მევენახეობა-მეღვინეობა
  • ჟურნალისტიკა
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • სამართალი
  • მომავალ სტუდენტთა სექცია 
მნიშვნელოვანი თარიღები: 

15 აპრილი - კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადა; 

30 აპრილი - აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ; 

20 მაისი - სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა; 

27 მაისი - კონფერენციის გახსნა. 

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ კონფერენციის ვებგვერდზე.

სიახლეებში დაბრუნება