აერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „თანამშრომლობა უმაღლესი განათლებისა და სამუშაო სამყაროს შორის: მდგრადი, ინოვაციური და შემოქმედებითი პერსპექტივა“

12-02-2018 2018 წლის 10-11 მაისს ვილნიუსის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Vilniaus kolegija/University of Applied Sciences – VIKO) (ლიტვა) ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „თანამშრომლობა უმაღლესი განათლებისა და სამუშაო სამყაროს შორის: მდგრადი, ინოვაციური და შემოქმედებითი პერსპექტივა“. კონფერენცია ელექტრონიკისა და ინფორმაციის ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება. 

საუკეთესო სტატიები გამოქვეყნდება რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში “The Impact of Applied Research on the Quality of Contemporary Studies”. 

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ კონფერენციის ვებგვერდი.

აბსტრაქტისა და სტატიის წარდგენასთან დაკავშირებით იხილეთ ბმული

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები