მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია "პრობლემები და პერსპექტივები ევროპული განათლების განვითარებაში"

05-10-2017

2017 წლის 21-24 ნოემბერს ქ. პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) გაიმართება მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია "პრობლემები და პერსპექტივები ევროპული განათლების განვითარებაში".

კონფერენციის ორგანიზატორია პრაღის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი.

კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ სექციებში:

-         ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები განათლებაში (სწავლების მეთოდები, პედაგოგიური ტექნოლოგიები და მოწყობილობები, ინოვაციები განათლებაში, კროსკულტურული კომუნიკაციები).

-         ევროპული ჰუმანიზმი და მისი როლი პიროვნების ფორმირებაში და XXI  საუკუნის საზოგადოება (ფილოსოფია, ისტორია, ხელოვნება, კულტურული კვლევები, ფილოლოგია).

-         ფუნდამენტური და გამოყენებითი განათლების განვითარების საკითხები (მათემატიკა, მექანიკა, ასტრონომია, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და კიბერნეტიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოლოგია, გეოგრაფია, მედიცინა, ფარმაცევტიკა, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, არქიტექტურა, საინჟინრო მეცნიერება, სოფლის მეურნეობა, ვეტერინარული მეცნიერებები).

-         სოციალური მეცნიერების წვლილი თანამედროვე სოციალურ და ეკონომიკურ პროცესების განვითარებაში (ეკონომიკა, იურისპრუდენცია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, პოლიტოლოგია, საჯარო ადმინისტრირება, სოციალური კომუნიკაცია, პედაგოგიკა).

კონფერენციის სამუშაო ენები: ინგლისური, უკრაინული, ჩეხური, რუსული.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კონფერენციის ვებგვერდი.


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები