არქიტექტურისა და ხელოვნების XVI საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი „ოქროს არქიდეა - 2017“ («Золотая АрхИдея-2017»)
2017 წლის 20-23 აპრილს ტიუმენის სამეწარმეო უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის ინსტიტუტში (ქ. ტიუმენი, რუსეთის ფედერაცია) გაიმართება არქიტექტურისა და ხელოვნების XVI საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი „ოქროს არქიდეა - 2017“ («Золотая АрхИдея-2017»).
ფესტივალის ორგანიზატორია ტიუმენის სამეწარმეო უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის ინსტიტუტი. ფესტივალში მონაწილეობა უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ როგორც სტუდენტებმა, ასევე, აკადემიურმა პერსონალმა.
შესაბამისი განაცხადების წარდგენა უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zolotarch@gmail.com, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 14 აპრილამდე.
XVI საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ : https://www.tyuiu.ru/institutes/arhid/zolotaya-arhideya-2017/