V ერთობლივი სტუდენტურ კონფერენცია “კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები"

27-02-2017 2017 წლის 29 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება მე-5 ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“.
სტუდენტური კონფერენციის ორგანიზატორია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან თანამშრომლობით.
კონფერენციის თემატიკა ეხება ისეთ ასპექტებს, როგორიცაა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებები, თანამედროვე სოციალური გარემო და სხვა.
კონფერენცია მოიცავს ექვს სესიას:
  • ეკონომიკა
  • პოლიტიკის მეცნიერება
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • საჯარო
  • სოციოლოგია
  • ჟურნალისტიკა
დარგის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიური თითოეულ სესიაზე გამოავლენს საუკეთესო ნაშრომს, რომლის ავტორ(ებ)ს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დააჯილდოებს თბილისი მოლის 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით.
საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემაში "სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში".
სტუდენტურ კონფერენციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები