სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენცია „უცხოური ენები - რუტინასა და ინოვაციას შორის“

13-01-2017 2017 წლის 21-23 აპრილს სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრი (გლივიცე, პოლონეთი) აწყობს საერთაშორისო კონფერენციას „უცხოური ენები - რუტინასა და ინოვაციას შორის“. 

კონფერენცია ჩატარდება უსტრონში (ბესკიდის მთიანი მხარე), გლივიცედან 100 კილომეტრის დაშორებით. მონაწილეები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით. 

სამი დღის განმავლობაში (21-23 აპრილი) მონაწილეები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს და ჩაერთვებიან დისკუსიაში, 24-25 აპრილს კი  აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, პოლონელ პედაგოგებთან ერთად სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

კონფერენციაში მონაწილეობის საფასურია 250 ევრო. ერაზმუს+ პროგრამით დაფინანსების შემთხვევაში, აღნიშნულ ხარჯს პროექტი დაფარავს. გრანტი ითვალისწინებს 980 ევროს 7 დღის განმავლობაში (5 სამუშაო დღე და ორი დღე მგზავრობისთვის) და მგზავრობის ხარჯს.

კონფერენციაში მონაწილე კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. კონფერენციაში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა პირებმა (აკადემიური პერსონალი) სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში 23 იანვრამდე უნდა წარმოადგინონ საკონფერენციო თემები. 

სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი N221; ოთახი N223; ოთახი N225
ტელ.: (+995 32) 236 31 25; 236 53 90; 236 32 06
ელ.ფოსტა: erasmusplus@gtu.ge 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები