სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას „თანამედროვე კვლევები ტექნიკური და საზოგადოებრივი მეცნიერებების ძირითადი მიმართულებებით“

21-12-2016
რუსეთის კოოპერაციის უნივერსიტეტის ფილიალი - ყაზანის კოოპერაციის ინსტიტუტი 2017 წლის 15 თებერვალს ატარებს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას „თანამედროვე კვლევები ტექნიკური და საზოგადოებრივი მეცნიერებების ძირითადი მიმართულებებით“ და 16 თებერვალს - სემინარს „თამაში-პრაქტიკა ახალგაზრდებში სამეწარმეო ხელოვნების განსავითარებლად“.
 
კონფერენციის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებია: 
  • ეკონომიკა
  • საბუღალტრო აღრიცხვა და ფინანსები
  • ჰუმანიტარული დისციპლინები
  • საბუნებისმეტყველო დისციპლინები
  • პროდუქციის ტექნოლოგია და საზოგადოებრივი კვების ორგანიზაცია და საქონელმცოდნეობა 
  • საბაჟო საქმე
 
შესაბამისი მასალების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 იანვარი.

კონფერენციის ნაშრომთა კრებული გამოქვეყნდება ელექტრონულ ბიბლიოთეკაში კონფერენციის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში. 

სემინარის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

კონფერენციასა და სემინარში მონაწილეობა უფასოა. სერტიფიკატის ღირებულებაა 500 რუბლი.

ღონისძიებასთან დაკავშირებით რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები