საერთაშორისო კონფერენციას „პარლამენტარიზმის კრიზისი? საით მიდის დემოკრატია“

13-10-2016
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„პარლამენტარიზმის კრიზისი? საით მიდის დემოკრატია“

2016 წლის 24-25 ნოემბერს კოშიცეს პავოლ იოზეფ შაფარიკის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტი (სლოვაკეთი) ატარებს საერთაშორისო კონფერენციას „პარლამენტარიზმის კრიზისი? საით მიდის დემოკრატია“. 

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები დაიბეჭდება კონფერენციის ანთოლოგიაში სლოვაკურ, ჩეხურ ან ინგლისურ ენაზე. 

კონფერენციაში მონაწილეობის გადასახადი 40 ევროა (დოქტორანტურის სტუდენტებისთვის - 20 ევრო). აღნიშნულ თანხაში შედის კონფერენციაში მონაწილეობა, ნაშრომის გამოქვეყნება ანთოლოგიაში და ღონისძიების მიმდინარეობის დროს გამაგრილებელი სასმელით უზრუნველყოფა. თანხის გადახდა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე: IBAN: SK47 0200 0000 0029 3200 3454. აუცილებელია სახელის, გვარისა და დაწესებულების მითითება.

შევსებული სააპლიკაციო ფორმისა და აბსტრაქტის გაგზავნა (მაქსიმუმ 200 სიტყვა) შესაძლებელია 2016 წლის 23 ოქტომბრამდე, შემდეგ მისამართზე: konf.upjs@gmail.com.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ  ბმული

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები