ევროპის უნივერსიტეტის ასოციაციის (EUA) ყოველწლიური კონფერენცია 2017

30-09-2016
„ავტონომია და თავისუფლება: უნივერსიტეტთა მომავალი მდგრადი განვითარება“

2017 წლის 6 - 7 აპრილს ბერგენის უნივერსიტეტში (ნორვეგია) გაიმართება EUA ყოველწლიური კონფერენცია „ავტონომია და თავისუფლება: უნივერსიტეტთა მომავალი მდგრადი განვითარება“.
კონფერენციის ძირითადი თემატიკა მოიცავს უნივერსიტეტის ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებს, რაც მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოადგენს უნივერსიტეტების გამართული ფუნქციონირებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის შემდგომი განვითარებისთვის.
ღონისძიების პროგრამა მოიცავს პლენარულ სესიებს, მაღალი დონის დისკუსიებს, ასევე, შეირჩევა პრეზენტაციები. განხილული იქნება სხვადასხვა ინტერაქტიული ფორმები მონაწილეების მოსაზიდად, კონფერენციის ყველა დონეზე. 
რეგისტრაცია დაიწყება 2016 წლის დეკემბერში.
კონფერენციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები