XXVII საერთაშორისო კონფერენცია

12-04-2016
„გაურკვევლობების პირობებში გადაწყვეტილების მიღების პრობლემები“ PDMU-2016

2016 წლის 23-27 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის (უკრაინა) ორგანიზატორობით ტარდება პროფ. ო. ნაკონეჩნის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი XXVII საერთაშორისო კონფერენცია „გაურკვევლობების პირობებში გადაწყვეტილების მიღების პრობლემები“ PDMU-2016
2016 წლის 23 მაისს კონფერენცია გაიხსნება თბილისში – ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო 24-27 მაისს მუშაობა გაგრძელდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, დოქტორანტები, ახალგაზრდა მკვლევრები  და პროფესორები ავსტრიიდან, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, შვედეთიდა და ჩეხეთის რესპუბლიკიდან.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და უკრაინული.
კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ ვგვერდზე:


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები