მეშვიდე საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი

10-12-2015

მეშვიდე საერთაშორისო ქართველოლოგიური
სიმპოზიუმი

2016 წლის 17-22 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი.
2016 წელი ქართული კულტურისა და ქართველოლოგიური მეცნიერებებისთვის, უპირველეს ყოვლისა, არის შოთა რუსთველის საიუბილეო და თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო წელი. VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის სამუშაო პროგრამა კოორდინირებული იქნება ამ მოვლენებთან.
სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს აკადემიური სექციები ქართველოლოგიური მეცნიერებების ყველა მიმართულებით, ხოლო ძირითადი სამუშაო თემა იქნება „საქართველო ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში“.

რეგისტრაციის საფასური (1 აგვისტომდე): საქართველოს მოქალაქისთვის - 60 ლარი; სხვა ქვეყნების მოქალაქისათვის - 50 აშშ დოლარი.

მნიშვნელოვანი ვადები: სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 1 მაისი. განაცხადი (ქართულ ან ინგლისურ ენებზე) უნდა მოიცავდეს: (1) მოხსენების სათაურს, (2) მოკლე რეზიუმეს, არაუმეტეს 1 გვერდისა (დაახლოებით 400 სიტყვა), (3) ძირითად ცნობებს მომხსენებლის შესახებ (CV). საორგანიზაციო ჯგუფი სიმპოზიუმში მონაწილეობის შესახებ თანხმობის წერილს დაუგზავნის თითოეულ მონაწილეს ელექტრონული ფოსტის მითითებულ მისამართზე არაუგვიანე 2016 წლის ივნისის თვისა. მონაწილეებისთვის სიმპოზიუმის მოსაკრებელის გადახდის ბოლო ვადაა 2016 წლის  1 აგვისტო. გვიანი რეგისტრაციის საფასური  (2 აგვისტოდან): საქართველოს მოქალაქეებისთვის - 120 ლარი, სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის 80 აშშ დოლარი.

სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული. სიმპოზიუმზე რეგისტრირებულმა ყველა მომხსენებელმა წინასწარ უნდა გამოგზავნოს მოხსენების ვრცელი რეზიუმე (1-3 გვერდის მოცულობით) ქართულ ან ინგლისურ ენაზე (სასურველია - ორივე ენაზე). მონაწილეთა თეზისები  დაიბეჭდება სიმპოზიუმის მასალებში.

სიმპოზიუმის მსვლელობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები: მონაწილეთა მიღება თსუ რექტორის მიერ;  საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლების დათვალიერება; გამოსამშვიდობებელი ბანკეტი.

სიმპოზიუმის ფინანსური მხარდამჭერები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;  ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია . . .
სიმპოზიუმი ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას პატრონაჟით.
სიმპოზიუმის უცხოელი მონაწილეები, საჭიროების შემთხვევაში, სიმპოზიუმის მსვლელობის პერიოდში უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინით.

სიმპოზიუმის კოორდინატორი - ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი
ი. ჭავჭავაძის გამზირი #13
ტელ. +995 32 2 290833
ფაქსი: +995 32 2 252501
ელ-ფოსტა: kartvcentre@hotmail.com; international.symposium.2016@gmail.com .


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები