პირველი საერთაშორისო კონფერენცია

29-09-2015
„თერმოფილური მიკროორგანიზმების ბიოლოგია და ბიოტექნოლოგია“

5 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება პირველი საერთაშორისო კონფერენცია „თერმოფილური მიკროორგანიზმების ბიოლოგია და ბიოტექნოლოგია“.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს:

  • მიკრობების მრავალფეროვნება, თერმოფილური მიკროორგანიზმების, მათ შორის, ცელულოიდური ბაქტერიის ბიოლოგია და გენეტიკა
  • მომავალი თაობის სწავლებების მიდგომა მაღალი ტემპერატურის გარემოში ბინადართა გამოსაკვლევად
  • თერმოფილური მიკროორგანიზმებისა და მათი ფერმენეტების გამოყენება ბიოტექნოლოგიაში.
მონაწილეობის მისაღებად უნდა შეივსოს სარეგისტრაციო ფორმა.

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
მარიამ სუმბაძე, საკონტაქტო პირი
ელ.ფოსტა: msumbadze@gita.gov.ge 
ტელ.: +995 (595) 057453


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები