სამეცნიერო კონფერენცია

03-08-2015
სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2015 წლის 25-27 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება. კონფერენცია ეძღვნება უნივერსიტეტის 80 წლის იუბილეს.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.

მნიშვნელოვანი თარიღები:
  • რეგისტრაცია არა უგვიანეს 25 აგვისტო;
  • თეზისების გამოგზავნა, არაუმეტეს 2 გვერდისა, ბოლო ვადა - 25 აგვისტო, conference@bsu.edu.ge ;
  • 2015 წლის 1 სექტემბერი - სამეცნიერო სტატიის წარმოდგენის ბოლო ვადა;
  • 2015 წლის 2-7 სექტემბერი - სარედაქციო საბჭოს მიერ ნაშრომების განხილვა;
  • 2015 წლის 8-9 სექტემბერი - აპლიკანტები მიიღებენ დასტურს/უარყოფას მონაწილეობასთან დაკავშირებით.
კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების თეზისები დაიბეჭდება და გადაეცემათ მონაწილეებს;

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები