III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

05-06-2015
„პროგრამული ანალიზის საშუალებები და მეთოდები - ТМPА-2015“

2015 წლის 12-14 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (რუსეთი) გაიმართება III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „პროგრამული ანალიზის საშუალებები და მეთოდები - ТМPА-2015“, რომელიც ეხება პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ანალიზს.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს:
  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ავტომატიზაცია;
  • პროგრამების სტატიკური ანალიზი;
  • ვერიფიკაცია;
  • პროგრამების ანალიზის დინამიური მეთოდები;
  • პარალელური და განაწილებული სისტემების ტესტირება და ანალიზი;
  • მაღალი დატვირთვის მქონე სისტემებისა და მაღალი დაშვებადობის სისტემების ტესტირება და ანალიზი;
  • პროგრამულ-აპარატურული სისტემების ანალიზი და ვერიფიკაცია;
  • ხარისხიანი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის მეთოდები;
  • ანალიზის, ტესტირებისა და ვერიფიკაციის ინსტრუმენტები.
მოხსენებათა ანოტაციების წარდგენის ბოლო ვადა: 10.08.15.
საკონფერენციო მოხსენებების წარდგნის ბოლო ვადა: 17.08.15.
კონფერენციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://tmpaconf.org/ 
ელ.ფოსტა: program@tmpaconf.org  


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები