საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

21-05-2015
“თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები“  ICAMT 2015

2015 წლის 21-23 ოქტომბერს, სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები“ - ICAMT 2015. კონფერენცია ეძღვნება ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავს.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:
  • ნახევარგამტარული და ზეგამტარი მასალების მიღება და კვლევა;
  • თერმოელექტრული მასალები, ბატარეები, გენერატორები;
  • ფოტოელექტრული გარდამქმნელები და ოპტოელექტრონული ხელსაწყოები;
  • ნანომასალები და რადიაციული ნანოტექნოლოგიები;
  • თანამედროვე კომპოზიციური მასალები,ტექნოლოგიები, ნაკეთობები;
  • კრიოგენული ტექნიკა და ტექნოლოგიები;
  • დინამიკური პროცესები უწყვეტ გარემოში;
  • რადიონუკლიდებითა და საშიში ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიების კვლევა და მონიტორინგი.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული 

მოხსენების აბსტრაქტის (100 სიტყვა) წარმოდგენის ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2015
 
საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება სრულად და დარიგდება კონფერენციის მსვლელობის დროს

დეტალური ინფორმაციისათვის:
კონტაქტი: 
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0186, მინდელის ქ. 7 
ტელეფონი: + (995 32) 2320960; 
მობ.: + (995) 577 392787; + (995) 577 392790 
ფაქსი: + (995 32) 2320961; 
ელ-ფოსტა: sipt@sipt.org; siptorg@gmail.com 
კონფერენციის ვებ-გვერდი: sipticamt.org 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები