სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროინტეგრაციის პერსპექტივები

2015 წლის 10-11 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით,  „სასტუმრო ბომონდ გარდენში“ ჩატარდება მეშვიდე სტუდენტური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროინტეგრაციის პერსპექტივები“.
კონფერენცია ჩატარდება 4 სექციად:
1. თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა
2. მოწინავე ეკონომიკური, მართვის, მარკეტინგული მეთოდებისა და მიდგომების დანერგვა ბიზნესში
3. კანონმდებლობის ევროპულ სტატნარტებთან მორგება
4. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პოტენციალის ზრდა

კონფერენცია მიზნად ისახავს საუკეთესო ნაშრომების წარმოჩენას, სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს შორის საქმიანი კავშირების დამყარებასა და საერთაშორისო სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფების ჩამოყალიბებას.
სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომები დაჯილდოვდება და დაიბეჭდება საკონფერენციო შრომების კრებულში. ნაშრომებს შეაფასებენ ქართველი და უცხოელი მოდერატორები!

დაინტერესებულ პირებმა 2015 წლის 27 აპრილამდე უნდა გააგზავნონ შევსებული აპლიკაცია და ანოტაცია ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: conference@cu.edu.ge

საკონტაქტო პირი:
თათია ღერკენაშვილი
ტელ: 598 105 729
ელ: tgherkenashvili@cu.edu.ge

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები