საერთაშორისო კონფერენცია

საერთაშორისო კონფერენცია „ინოვაციები მეცნიერებასა და განათლებაში“

2015 წლის 25-27 მარტს პრაღის ცენტრალური ბოჰემიის უნივერსიტეტში (ჩეხეთის რესპუბლიკა) გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ინოვაციები მეცნიერებასა და განათლებაში“.

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
  • ეკონომიკა და ბიზნესი
  • სოცილური მეცნიერებები
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და საინფორმაციო-სკომუნიკაციო ტექნოლოგიები
  • მედიცინა და ფარმაცევტიკა
სტატიების წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის მარტის ბოლო.
კონფერენციის მოხსენებები გამოქვეყნდება ელექტრონულად და ასევე, კონფერენციის შრომებში.
მონაწილეობის გადასახადია 150 ევრო.
კონფერენციის მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ. მონაწილეობა შესაძლებელია დაუსწრებლადაც. 

კონფერენციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და შესაბამისი სააპლიკაციო ფორმები იხილეთ ბმულზე: http://cbuic.cz/ 


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები