რეგიონალური კონფერენცია

დემოკრატიული მმართველობის მშენებლობა კავკასიის რეგიონში, ევროკავშირის ადმინისტრაციული პრინციპების საფუძველზე

20015 წლის 5 მარტს კავკასიის უნივერსიტეტში (პოლიტკოვსკაიას ქ. 10) ჩატარდება რეგიონალური კონფერენცია „დემოკრატიული მმართველობის მშენებლობა კავკასიის რეგიონში, ევროკავშირის ადმინისტრაციული პრინციპების საფუძველზე“. International Visegrad Fund საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით, კონფერენცია ჩატარდება პროექტის „კავკასიის აკადემიური საჯარო მმართველობის პროგრამების კომპეტენციების განვითარება ევროკავშირის ადმინისტრაციული პრინციპების საფუძველზე“ ფარგლებში.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://www.nispa.org/projects.php?sid=1269&proj_id=8


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები