საერთაშორისო საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2015 წლის 22-23 მაისს ჩატარდება “სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია” (უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტი”-ს XI სამეცნიერო კონფერენცია). კონფერენცია ორგანიზებულია დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსტიტეტის (დტსუ) სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის (SYSSA) მიერ და გაიმართება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში (გოთუას ქ. 14, თბილისი).
კონფერენციის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა და მათი დაინტერესება სამედიცინო-სამეცნიერო სფეროში, განათლებისა და სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის გამოცდილების ამაღლება, მეცნიერების მიმართ ინტერესის გაზრდა, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პროფესორ-ექიმების კავშირის ხელშეწყობა  და  მედიცინის განვითარება. 
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებსა და დოქტორანტებს, ასევე ახალგაზრდა მეცნიერებს მედიცინის, ჯანდაცვის, ფარმაციისა და ბიომედიცინასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ფაკულტეტიდან, საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. წარდგენილი თემები უნდა იყოს კლინიკური ან ექსპერიმენტალური. პუბლიკაციები გამოქვეყნდება. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. 
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 6 თებერვალი.
აბსტრაქტების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 16 მარტი.
დამსწრეთათვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 15 აპრილი.
დარეგისტრირებული სტუდენტები და დამსწრეები მიიღებენ კონფერენციის მასალებს. 
დამატებითი ინფორმაციისთვის:
საკონტაქტო პირი: 
მარიამ  შუბითიძე, სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაცია
ელ.ფოსტა: syssa.dtmu@gmail.com 



სიახლეებში დაბრუნება

ბანერები