კონფერენცია

საერთაშორისო კონფერენცია კომპიუტერულ მეცნიერებებსა და გამოყენებით მათემატიკაში

2015 წლის 21-23 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია კომპიუტერულ მეცნიერებებსა და გამოყენებით მათემატიკაში. დაინტერესებულ პირებს ვიწვევთ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. მიღებული მოხსენებები გამოქვეყნდება კონფერენციის შრომებში  და გაიგზავნება მიმოხილვისა და ინდექსირებისათვის ISI Thomson-ში. 

მოხსენების წარმოდგენის ბოლო ვადაა 15.01.2015. კონფერენციის თემატიკა ფართოა. კერძოდ, მიიღება მოხსენებები: კომპიუტერულ ლინგვისტიკაში; კომპიუტერების გამოყენება მედიცინაში; ბიოინფორმატიკასა და ეკონომიკურ ინფორმატიკაში (იხილეთ ვებ გვერდი).
დეტალური ინფორმაცია მოთავსებულია  კონფერენციის ვებ გვერდზე: http://www.ticcsam.sou.edu.ge დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონებით: მობ.555300104;  2541675.
საორგანიზაციო კომიტეტი.


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები