სამეცნიერო კონფერენცია

II სტუდენტური სახელოვნებათმცოდნეო სამეცნიერო კონფერენცია


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს II სტუდენტურ კონფერენციას. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი აკრედიტირებული უნივერსიტეტის ყველა საფეხურის შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების სათაური, თეზისები, პირადი მონაცემები (CV) და ხელმძღვანელის მონაცემები უნდა გამოაგზავნონ 2014 წლის 20 ოქტომბრამდე, ხოლო სრული ნაშრომი 20 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: marita.sakhltkhutsishvili@humfac.tsu.edu.ge
კონფერენცია ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლის 5  დეკემბერს.
მოხსენებების ტექნიკური მონაცემები:
პირველი გვერდი: მომხსენებლის გვარი და სახელი, უნივერსიტეტი, კურსი, მიმართულება, საფეხური, ხელმძღვანელის სახელი და გვარი, სტატუსი. გვერდების რაოდენობა:  მინიმუმ 5 გვერდი  (თავფურცლის და ბიბლიოგრაფიის გარეშე) შრიფტი: Sylfaen ზომა:12
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები