მოწინავე მსუბუქი კონსტრუქციები და რეფლექტორული ანტენები

1999 წლის 23 ივლისს ორბიტაზე გავიდა ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი “რეფლექტორი”, რომელიც წარმატებული გაშლისა და გამოცდების შემდეგ 28 ივლისს ჩამოსცილდა ორბიტალურ სადგურს და დაიწყო მოძრაობა დამოუკიდებელ თანამგზავრულ ორბიტაზე.
ქართული რეფლექტორი აღიარებულია როგორც ევროპული კონსტრუქცია, ხოლო ყოველი წლის 23 ივლისი საქართველოში აღინიშნება, როგორც “პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე”.
ამ წარმატებამ განაპირობა ევროპული კომპანიების დაინტერესება ქართული საინჟინრო სკოლით და ევროპული კოსმოსური სააგენტოს დაფინანსებით დღესაც მნიშვნელოვანი პროექტები სრულდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
გაცნობებთ, რომ 2014 წლის 1-3 ოქტომბერს, ევროპული კოსმოსური სააგენტოს,  (ჰოლანდია) და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) და მათი ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისში, უკვე მეორედ, ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მოწინავე მსუბუქი კონსტრუქციები და რეფლექტორული ანტენები”, რომელიც ეძღვნება ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის _ “რეფლექტორი’-ს კოსმოსში გაყვანისა და წარმატებული ექსპერიმენტის მე-15 წლისთავს.
კონფერენციის მიზანია: მოწინავე მსუბუქი კონსტრუქციების და რეფლექტორული ანტენების თანამედროვე განვითარების და ახალი მიდგომების წარმოდგენა. ასევე კოსმოსური და მიწისზედა მსუბუქი კონსტრუქციების მეცნიერთა და ექსპერტთა გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
კონფერენციის ტექნიკური კომიტეტი დაკომპლექტებულია გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, კალიფორნიის, უკრაინის, ჩინეთის და იაპონიის მეცნიერებით, ხოლო კონფერენციაზე მეცნიერების გარდა, ასევე, იგეგმება ევროპის სატელეკომუნიკაციო და სამრეწველო კომპანიების მოწვევა, რაც დაკავშირებულია ბოლო წლებში საქართველოში ევროპული კოსმოსური სააგენტოს დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მიმართ მათი დაინტერესებით.


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები