საერთაშორისო კონფერენცია

„საქართველო თანამედროვე მსოფლიოში“

ორგანიზატორი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
კონფერენციის თარიღი: 9-10 დეკემბერი, 2014 წ.
კონფერენციის ადგილი: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კონფერენციის ენა: ინგლისური და ქართული (სინქრონული თარგმანით)
 
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS) გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2014 წლის 9-10 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციის თემაა „საქართველო  თანამედროვე მსოფლიოში“ 

კონფერენციის მთავარი მიზანია საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და  ტრანსფორმაციის შესახებ არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი, მონაცემებზე დაფუძნებული აკადემიური და გამოყენებითი კვლევებისა და კვლევითი პროექტების პრეზენტაცია და შედეგების ანალიზი; ასევე, ხელი შეუწყოს ადგილობრივ და საერთაშორისო მკვლევარებს ფართო საზოგადოებას წარუდგინონ უახლესი კვლევის შედეგები საქართველოსა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

კონფერენცია მიზანად ისახავს დასვას კითხვა: რა ადგილი უჭირავს ჩვენს სახელმწიფოს მსოფლიოში პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, იდენტობის, ტექნოლოგიის განვითარების, უსაფრთხოებისა და შესაბამისი, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით? რა გავლენას ახდენს საქართველოს განვითარებაზე თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები? რა გავლენა აქვს მასზე გლობალიზაციის პარალელურად მსოფლიოში ძლიერ სახელმწიფოებს შორის მიმდინარე ძალთა ბალანსის გადანაწილების პროცესებს? მიუხედავად საერთაშორისო სამართლით მინიჭებული სუვერენიტეტისა, არის, თუ არა ის მსოფლიო პოლიტიკაში რეალურად დამოუკიდებელი მოთამაშე? 

კონფერენცია იქნება ორდღიანი და მიეძღვნება საქართველოსათვის აქტუალურ საკითხებზე ჩატარებული უახლესი აკადემიური და გამოყენებითი კვლევების პრეზენტაციას. უპირატესობა მიენიჭება ინტერდისციპლინურ და მულტიდისციპლინურ მიდგომას. კონფერენცია მოიცავს შემდეგ სფეროებს: სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები, სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი, საერთაშორისო ურთიერთობები და უსაფრთხოება, დემოკრატიზაციია და განვითარება, განათლება, გენდერული თანასწორობა და ღირებულებები.

მოთხოვნები
კონფერენციის მონაწილეებმა სააპლიკაციო ფორმა და აბსტრაქტები უნდა გააგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: css.conference2014@css.ge , 2014 წლის 20 სექტემბრამდე. მიიღება მხოლოდ ელექტრონული აპლიკაციები.
დამატებითი ინფორმაციისთვის ინსტრუქციებთან, ვადებსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით გთხოვთ, ეწვიოთ: http://css.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=8&info_id=949   
ან დაუკავშირდეთ: css.conference2014@css.ge


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები