საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

VI სტუდენტური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
”სამხრეთ კავკასიის ევროინტეგრაციის პერსპექტივები“

კავკასიის უნივერსიტეტი, ფრიდრიხ ებერტისა  და ბავშვთა და  ახალგაზრდობის განვითრების ფონდების ხელშეწყობით, 2014 წლის 25-26 ოქტომბერს ატარებს მეექვსე სტუდენტურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: ”სამხრეთ კავკასიის ევროინტეგრაციის პერსპექტივები“. კონფერენცია გათვალისწინებულია მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 
დაგეგმილია ოთხი სექციის მუშაობა:
  • თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა;
  • ბიზნესში ნოვატორული  ეკონომიკური, მმართველობითი და მარკეტინგული
  • მეთოდებისა და მიდგომების გამოყენება;
  • კანონდებლობის ჰარმონიზაციის საკითხები ევროკავშირის მოთხოვნებთან;
  • თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციური პოტენციალის ზრდა.

კონფერენცია ჩატარდება ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში და ორგანიზატორების  მიერ დაიფარება სტუდენტების საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საორგანიზაციო და კრებულის გამოცემესთან დაკავშირებული ხარჯები.

საუკეთესო ნაშრომები  სათანადო პრიზებით აღინიშნება და დაიბეჭდება საკონფერენციო შრომების კრებულში.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის ანოტაციებისა და სააპლიკაციო ფორმების წარდგენის ბოლო ვადაა 15.09.14; სტატიების წარდგენის ბოლო ვადა - 15.10.14.

კონფერენციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
www.cu.edu.ge
ელ.ფოსტა: conference@cu.edu.ge


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები