საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
Georgian Technical University
Грузинский технический университет
ხალხთა მეგობრობის  რუსეთის უნივერსიტეტი
Russian University of Peoples Friendship
Российский университет дружбы народов

მე-13 საერთაშორისო კონფერენცია

,,წიაღის ათვისების, რესურსაღდგენითი, მცირენარჩენიანი და ბუნებისდაცვითი ტექნოლოგიები“
(საქართველო, თბილისი, 15-21 სექტემბერი)

პატივცემულო კოლეგებო,
საორგანიზაციო კომიტეტს აქვს პატივი გაცნობოთ, რომ 2014 წლის 15-21 სექტემბერს  ქ. თბილისში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტი ატარებს მე-13 საერთაშორისო კონფერენციას ,,წიაღის ათვისების, რესურსაღდგენითი, მცირენარჩენიანი და ბუნებისდაცვითი ტექნოლოგიები“.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.
კონფერენცია იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:
  1. წიაღისეულის ათვისების რესურსაღდგენითი ტექნოლოგიები და ტექნოგენური საბადოების ფორმირება;
  2. სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ათვისების ბუნებისდაცვითი ტექნოლოგიები;
  3. წიაღისეულის და მინერალური ნედლეულის კომპლექსური გამოყენება;
  4. გეოეკოლოგია; ლითოსფეროში თხევადი ნარჩენების განამარხება და გარდაქმნა;
  5. სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ძიების და დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფა;
  6. ძებნა-ძიებითი სამუშაოები.
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://geoconf14.ge/index.html

საკონტაქტო ინფორმაცია:

შალვა კელეპტრიშვილი
ტელ:. (+995) 95 15 10 88
E-mail: Sh.keleptrishvili@gtu.ge

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები