საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სატუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
„კიბერნეტიკის თეორიული და გამოყენებითი ასპექტები“  TAAC-2014

2014 წლის 24 – 28 ნოემბერს კიევის ტარას შევჩენკოს სახ. ეროვნულ უნივერსიტეტში (უკრაინა) ჩატარდება IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სატუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის „კიბერნეტიკის თეორიული და გამოყენებითი ასპექტები“  TAAC-2014.

კონფერენციის ორგანიზატორია აღნიშნული უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი.

კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ სექციებში:
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • გამოყენებითი მათემატიკა
  • ხელოვნური ინტელექტი
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერინგიკონფერენციის სამუშაო ენებია: უკრაინული, რუსული, ინგლისური.
კონფერენციის მოინაწილეთა თეზისები კონფერენციის შრომების კრებულში გამოქვეყნდება და მონაწილეებს გადაეცემათ.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის რეგისტრაციისა და ინგლისურ ენაზე შესრულებული მოხსენებების წარდგენის ბოლო ვადაა: 20.10.2014

კონფერენციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://taac.org.ua

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები