საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი

,,პირველი მსოფლიო ომი და სამხრეთ კავკასია’’

თბილისი, 19–20 ივნისი, 2014 წელი

პატივცემულო  კოლეგებო,
სიმპოზიუმის საორგანიზაციო  კომიტეტს აქვს პატივი გაცნობოთ, რომ 2014 წლის 19–20 ივნისს, თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს–ინჟინერინგის ფაკულტეტი და ევროინტეგრაციის ცენტრი  ატარებს საერთაშორისო სიმპოზიუმს ,,პირველი მსოფლიო ომი და სამხრეთ კავკასია”
წელს სრულდება ასი წელი პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან. ამ ომმა უდიდესი ნგრევა მოუტანა კაცობრიობას. სწორედ პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაიშალა ევროპული იმპერიები და მათ ადგილზე აღმოცენდა ეროვნული სახელმწიფოები,  მათ შორის საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკები. სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოების ჩამოყალიბების ისტორიის, მათი შემდგომი განვითარების, თანამედროვეობის აქტუალური პრობლემების გაშუქებასა და უკეთ წარმოჩენას ეძღვნება ეს სიმპოზიუმი.
სიმპოზუმის მიზანია:
  • საქართველოსა და  სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის საკითხების კვლევა როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ქვეყანაში, ასევე, ზოგადად,  რეგიონში.
  • ქართულ–კავკასიური და ქართულ–ევროპული ურთიერთობების შესწავლა
  • ქართველ და კავკასიელ ევროპისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად  ევროპელ,  კოლეგებთან.
სიპოზიუმის მოხსენებათა თემატიკა ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, გენდერი, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, და ა.შ.
განსაკუთრებით მივესალმებით  ისტორიის, კულტურის, საგარეო პოლიტიკის სფეროში სამხრეთ კავკასიისა და ევროპის ქვეყნების ურთიერთობების საკითხებისადმი მიძღვნილ მოხსენებებს.

სიმპოზიუმის გახსნა: 2014 წლის 19 ივნისი, 10:00 სთ.
მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მ. კოსტავას ქ.  N77, შეხვედრების დარბაზი.

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
შენიშვნები
  • ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და არ უნდა იყოს წაკითხული სხვა კონფერენციაზე.
  • თეზისებში ნათლად უნდა იყოს გამოკვეთილი  კვლევის შედეგები
კულტურული პროგრამა
სიმპოზიუმის  დასრულებისას  დაგეგმილია ისტო¬რიულ და კულტურულ ღირსშესანიშნა-ობათა მონახულება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი (განაცხადის ფორმა იხ. დანართში) და მოხსენების ანოტაცია.
სიმპოზიუმზე წარსადგენი ყველა მასალა არა უგვიანეს 2014  წლის 1 ივნისისა უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: nugzar@outlook.com.  
სამპოზიუმზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს  საორგანიზაციო კომიტეტი.

მისამართი: 0175, საქართველო, მ. კოსტავას ქ. 77. სტუ, ბიზნეს–ინჟინერინგის ფაკულტეტი, ლიბერალურ  მეცნიერებათა  დეპარტამენტი, მე-6 კორპუსი, ოთახი 805ა.   


სიახლეებში დაბრუნება

ბანერები