კონფერენცია

III საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია სტუდენტების, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის
„სოციალურ-ეკონომიკური სისტემების თანამედროვე განვითარების დეტერმინანტები გლობალური არასტაბილურობის პირობებში“
2014 წლის 24-26 აპრილს ჩერნოვცის ფედკოვიჩის სახ. ეროვნულ უნივერსიტეტში (უკრაინა) ჩატარდება III საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია სტუდენტების, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, „სოციალურ-ეკონომიკური სისტემების თანამედროვე განვითარების დეტერმინანტები გლობალური არასტაბილურობის პირობებში“.
კონფერენეციის მუშაობა წარიმართება შემდეგი მიმართულებებით:
  • არსებული პრობლემები, ფაქტორები და ინსტრუმენტები სოციალურ-ეკონომიკური სისტემების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფისათვის;
  • ფინანსების როლი სოციალურ-ეკონომიკური სისტემების განვითარების დინამიკაში;
  • არსებული მიმართულებები და ფაქტორები ქვეყნისა და რეგიონის შიდაეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტურობის ასამაღლებლად;
  • სამეურნეო სუბიექტების ფუნქციონირების განვითარებისა და ეფექტურობის უზრუნველმყოფი მექანიზმები თანამედროვე პირობებში;
  • საბუღალტრო აღრიცხვის, ეკონომიკური ანალიზისა და აუდიტის სრულყოფა ეკონომიკური განვითარებისათვის;
  • მარკეტინგის განვითარებასტან დაკავშირებული პრობლემები და მიმართულებები სოციალურ-ეკონომიკური სისტემების არასტაბილურობის პირობებში;
  • მათემატიკური მეთოდები, მოდელები და საინფორმაციო ტექნოლოგიები ეკონომიკაში.
კონფერენციის სამუშაო ენებია: უკრაინული, რუსული და ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობისათვის სათანადო მასალების წარდგენის ბოლო ვადა: 07.04.14.
      კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://yess.at.ua

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები